Total Pageviews

Tuesday, August 27, 2013

აფხაზეთის ომი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლების ბოლოდან დაიძაბა,1989 წლის მარტში, აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის დეკლარაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. ეს მოთხოვნა სავარაუდოდ ემყარებოდა იმ მოსაზრებას, რომ აფხაზეთი ანალოგიური სტატუსით სარგებლობდა 1925—1931 წლებში, რომელსაც საქართველოს სსრ-სთან ე. წ. „ერთიანობის ხელშეკრულება“ აკავშირებდა.
პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში. ამ ფაქტებისაგან გამოწვეული სამოქალაქო მღელვარება სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებებში, რომელთა შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 140-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობამ საშიშ ზღვარს 1992 წელს მიაღწია, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სამთავრობო სტრუქტურების შენობებს შეუტიეს. 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ამ განცხადებას საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია, თუმცა

ზვიად გამსახურდია

რამდენიმე წლის წინ მოვამზადე პრეზენტაცია, იმის შესახებ თუ რატომ მოხვდა ზვიად გამსახურდია “საქართველოს დიდ ათეულში” მე-3 ადგილზე. უცვლელად გთავაზობთ მას. ვისაც გაინტერესებთ მისი პერსონა და არ გეზარებათ კითხვა სრულიადში გეპატიჟებით.
ზვიად გამსახურდია ”საქართველოს დიდ ათეულში” მე-3 ადგილზეა. მის შესახებ განსხვავებული აზრები არსებობს: ერთნი მას ქვეყნის გადამრჩენლად მიიჩნევენ, მეორენი – დიქტატორად, მესამენი – სანიმუშო პრეზიდენტად, მეოთხენი – დემოკრატად, ზოგი ავანტიურისტად, ზოგი – ოდიოზურ ფიგურად. მე დამაინტერესა ამ ფაქტმა და სწორედ ამიტომ დავიწყე ამ საკითხის კვლევა. ამისათვის მე გავეცანი იმდროინდელ პრესას, ზ. გამსახურდიას მიერ გამოცემულ არალეგალურ ჟურნალებს ”ოქროს საწმისი” და ”საქართველოს მოამბე”, ავიღე ინტერვიუები უფროსებისგან.
ჩემი აზრით, ყველაფერი დასაწყისში უდნა ვეძებოთ. ზვიად გამსახურდიამ საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა მე-10 კლასიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 1956 წელს , როდესაც, აკაკი ბაქრაძის სიტყვით რომ ვთქვათ,

ვახტანგ გორგასალი

ვახტანგ გორგასალი ქართველ მოღვაწეთა იმ პლეადას ეკუთვნის, რომელთაც ჯერ კიდევ თანამედროვეებმა უწოდეს `დიდი~. დიდად, თუნდაც ქართველ მეფეთაგან, საქართველოს ისტორიაში არც ისე ბევრი მოიხსენიება. ვახტანგ გორგასალი ამ მხრივ ერთ-ერთი პირველია. ვახტანგ გორგასალი ძვ. წ. III საუკუნის დამდეგს, ახალი ქართლის სამეფოს შემქმნელისა და ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის დამაარსებლის – ფარნავაზის ერთ-ერთი გამოჩენილი შთამომავალი იყო. ვახტანგ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ძირითადად, მის თანადროულად შექმნილი საისტორიო თხზულებიდან (მას `ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა~ ეწოდება) ვიცით. ამ თხზულების ავტორად ვახტანგის სპასპეტი – ჯუანშერ ჯუანშერიანი ითვლება. ვახტანგის `ცხოვრებამ~ XI საუკუნეში გარკვეული რედაქციული ცვლილება განიცადა, რის შედეგადაც, ვახტანგ გორგასლის პიროვნება ლეგენდარული ელფერით შეიმოსა. მის `ცხოვრებაში~ არაერთი ლეგენდარული ამბავი იქნა ჩართული, რაც შემდეგმა გარემოებამ განაპირობა: მიუხედავად იმისა,

თამარ მეფე

თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი” ტიტული უბოძეს.
თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, გიორგი III – მ თავისი ძმის შვილი დემნა (დიმიტრი ) უფლისწული სასტიკად აწამა . დემნა უფლისწულმა მოითხოვა კუთვნილი ტახტი , საქართველოს წესდების თანახმად ტახტი ვაჟს ეკუთვნოდა შესაბამისად დემნა უფლისწული კანონიერ ტახტს ითხოვდა , მაგრამ

დავით IV აღმაშენებელი

1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს, მეფე გიორგი მეორის ოჯახში, ბაგრატიონთა დინასტიიდან.
   დავით აღმაშენებელმა, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებული ქართველმა მონარქმა მოახერხა თურქ სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.
  დავითი წიგნის დიდი მოყვარული ყოფილა. სადაც უნდა წასულიყო, ომში, სანადიროდ თუ სამოგზაუროდ, რჩეული წიგნები ყოველთვის თან დაჰქონდა. როგორც კი დასასვენებლად მუხლს ჩახრიდა, მაშინვე წიგნს მოართმევდნენ. თვალი რომ დაეღლებოდა, სხვას აკითხებდა ხმამაღლა. დავითი კითხულობდა ღვთისმეტყველთა ნაშრომებს. ასევე ეცნობოდა ანტიკურ ავტორთა ნაწარმოებებს, როგორც საეკლესიო და სამხედრო, ისე ეკონომიკურ, არქიტექტურულ, სამართლებრივ სფეროში. მისივე ისტორიკოსის ცნობით, ერთხელ ისე გაერთო კითხვით, რომ ვერ გაიგო, მტერი თავს როგორ წამოადგა. თუმცა

თეონა ქუმსიაშვილი





ალუდა ქეთელაური



თემურ შენგელაია



თემურ ელიავა




ალექსანდრე ყაზბეგი

  ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ქართველი მწერალი (2 იანვარი/20 იანვარი, 1848, სტეფანწმინდა -  19 დეკემბერი/22 დეკემბერი, 1893, თბილისი, დაკრძალულია სტეფანწმინდაში).
ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონში. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870  წლებში მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი", 1883). 1879 წლიდან თბილისში ცხოვრობდა.
  თბილისში დაბრუნებული ალ. ყაზბეგი თეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და

შოთა რუსთაველი

 შოთა რუსთაველირუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) — XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
  შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
  რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტსრუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ