რა მტკივა მე? ჩემი სამშობლო მტკივა. ის მტკივა რაც საქართველოს ნაკლად აწევს.როგორ არ უნდა გეტკინოს როცა შენს თანატოლს დაინახავ და მისგან საკუთარი დედის გინებას გაიგონებ, და რისთვის?! თავისივე სიტყვის დასამტკიცებლად. რით ვარ მე მასზე ნაკლები თუ, დედა საფიცრად მყავს, თუ ჩემს სიტყვას ჩემივე კაცური სიტყვის და ჩემი ქვეყნის ფიცით ვამტკიცებ. ვინ არის დამნაშავე ამაში? ჩვენი მამების თაობა. ჩვენი მამების თაობა რატომ არის ასე? იმიტომ, რომ მათი მამებიც ისევე იქცეოდნენ, როგორც ისინი. ასეა წინაპართა ცოდვებით ვართ შებყრობილი და მე ეს მტკივა.
მამების და ბაბუების თაობა, რომლებიც ამაყობენ იმ დროით რა დროშიდაც ცხოვრობდნენ. მათ ეამაყებათ რუსის ქალებთან გატარებული დრო და დიდი სიამოვნებით ყვებიან ამას ჩვენთან. ქონდათ საშუალება აეშენებინათ სახლები, ეყიდათ საჭმელი, მოეარათ მთელი საბჭოთა კავშირი, მაგრამ არ ქონდათ ერთი რამ, მათ არ ქონდათ სამშობლო, ისინი უსამშობლო ქართველები იყვნენ. ვის დააკლდა ეს ყველაფერი? ჩვენ დაგვაკლდა ახალგაზრდა თაობას. მათ, რომ თავის დროზე ებრძოლათ თავისუფლებისთვის, ჩვენ უფრო ცოტა ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევდა გამარჯვებისთვის. მაგრამ არა, ჩვენმა ბაბუებმა ჩვენ მამებს გადასცეს ფარ-ხმალი, ჩვენმა მამების თაობამ კი ჩვენ, და რას ვაპირებთ?! ჩვენც იგივე უნდა გავუკეთოთ ჩვენს შვილებს?! მე ამას არ ვაპირებ! მე ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლომდე და დავტოვებ ისეთ შთამომავლობას, ისეთ ქართველებს, რომლებიც უკეთეს ნაბიჯებს გადადგამენ საქართველოს სასარგებლოდ.
როგორ შეიძლება არ გეტკინოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარება საქართველოში?! გამოვა ორი კანდიდატი ერთად არევენ განათლებულ და გაუნათლებელ ხალხს ერთმანეთში, შემდეგ გაყოფენ და ერთმანეთს დაუპირისპირებენ. ასეთი საზოგადოება ვერ ამჩნევს როგორი საშინელი სანახავია ეს პროცესი, მე ვამჩნევ იმიტომ, რომ ასეთი სიტუაციიდან შორს ვდგავარ და აქედან კარგად ჩანს ის რაც საქართველოს გარშემო ტრიალობს. მე კი ვერავინ ვერ მამჩნევს, რადგან მე მათთვის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ყველა იქ მყოფისგან განსხვავებული აზრი აქვს.
მარტო ეს არ იწვევს ტკივილს ჩემში. მე ისიც მტკივა ჩემი თანატოლი, რომ მეუბნება ქართულ სიმღერებს რა გასმენიებსო, თვითონ კი ისეთ სიმღერებს უსმენს რომლის ტექსტშიც ერთ სიტყვასაც ვერ გებულობს. რით იყო ჰამლეტ გონაშვილი მაიკლ ჯეკსონზე ნაკლები? რით იყო თეონა ქუმსიაშვილი უიტლი უიტსონზე ნაკლები? ან რით იყო ალუდა ქეთელაური ფრედი მერკურზე ნაკლები? რით იყვნენ იცით? დაფასებით იყვნენ. მათ მთელი მსოფლიო აფასებდა. ქართველებს კი საქართველოშიც მცირედ უჩნდებოდათ დამფასებლები. ჰამლეტ გონაშვილი ადამიანი რომელიც სამ ხმაში უნიკალურად მღეროდა, მისი ხორხი დღესაც ინახება. ალუდა ქეთელაური, ადამიანი რომელსაც მთის არწივი უწოდეს და თეონა ქუმსიაშვილი, ადამიანი რომელსაც მთის ბულბული უწოდეს.
მე ეს ყველაფერი მტკივა, მე ჩემში ყველაზე მეტად საქართველო მეამაყება და კიდევ ის, რომ მაინც მწამს ქართველი ხალხის დაბრუნების.

No comments:
Post a Comment