Total Pageviews

Friday, August 16, 2013

ბასიანის ბრძოლა

    

                                     

კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან ლაციცი”).
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა

მიხა ხელაშვილი


 მიხა ხელაშვილი საქართველოს, ეროვნული გმირები მისი არსებობის განმავლობაში არასოდეს მოკლებია. ქართველი გმირები მათი ღვაწლით, თავდადებულობით, ბრძოლისუნარიანობით, ერის და სამშობლოს სიყვარულით  სამაგალითოები იყვნენ, არიან და მუდამ იქნებიან შთამომავლებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ თავისი ულამაზესი ბუნებით, გამორჩეული სილამაზით და უჩვეულო კუთხეებითდაარსების დღიდან მიიპყრო უცხოელი დამპყრობლების ყურადღება და მათი მთავარი სამიზნე გახდა. სწორედ უამრავმა შემოსევამ, უამრავმა ომმა, სარწმუნოებისთვის, თავისუფლებისთვისა და ქვეყნის დაცვისთვის ბრძოლამ განაპირობა ეროვნული გმირების ჩამოყალიბება.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო დიდ გაჭირვებაში იმყოფებოდა. მისი კუთვნილი ტერიტორიები სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყანას, რუსეთს ჰქონდა დაპყრობილი. უფრო ზუსტად,

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის -ნი  - 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი
8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877-1879 წლებში - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში
ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" -